28, მარტი 2017
რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი- ამ თემაზე დღევანდელი, 28 მარტის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" გადაცემის სტუმრები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ბერიძე და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი სულხან დუმბაძე. დღევანდელი, 28 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი' სტუმრები იყვნენ ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის დირექტორი თემურ მახარაძე, რეჟისორი გიორგი ჩხაიძე და მსახიობი ფრიდონ მოდებაძე. ის გუშინ, თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაციამ ოქროს ლომით დააჯილდოვა დუნკანის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში "მაკბეტი".