29, მარტი 2017
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თელავში გამართული საპარლამენტო დებატების ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. პროექტში ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“საქართველოს სახვადასხვა უნივერსიტეტის 80 სტუდენტი მონაწილეობდა. გადაცემის სტუმარი იყო ჩემპიონატის გამარვებული გუნდი, რომელიც ორი მონაწილით იყო წარმოდგენილი. ესენიარიან იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი გვანცა ლომაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასევე პირველი კურსის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე. რუბრიკა "არტ-რადარი" ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს დაეთმო. რუბრიკის სტუმრები იყვნენ ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი და სოლისტი ანა ჩიტაიშვილი. გოგონათა გუნდი ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერლის ქეთი მელუას საგუნდო კონკურსის გამარჯვებული გახდა.