19, მაისი 2017
1. დღეს და ხვალ 19 საათზე „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის 'ვაკანსია" პრემიერა გაიმართება. სტუმარი - პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ოთარ ქათამაძე 2. ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმარი - მხატვარი კაკო ძნელაძე. მისი ნამუშევრები მალე ლუვრის კარუსელში გამოიფინება. ეს არის მასშტაბური არტბაზრობა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ მხატვრები 3. ტურიზმის სფეროს სიახლეები და საინტერესო ტური ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში ოჯახთან ერთად თუ მარტო, შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად. სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე .