10, ნოემბერი 2017
1 ზემო აჭარისა და პანკისის შესახებ გადაღებული ფოტოების გამოფენას უმასპინძლებს დღეიდან ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტოების ავტორები ზემო აჭარასა და პანკისის ხეობაში ჩამოყალიბებულ ფოტოკლუბებში გაწევრიანებული ახალგაზრდები არიან . სტუმრები - პროექტის ხელმძღვანელი , ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრციხ მენეჯერი ირაკლი ძნელაძე 2 დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში შემოქმედებითი სახელოსნო "ART-მარი"ს აღსაზრდელების ფერწერული ტილოების გამოფენა "თბილი ნოემბერი" გაიხსნება. სტუმრები - „არტ მარის ‘ ხელმძღვანელი, მხატვარ დიზაინერი მარიკა ლელაშვილი და გამოფენის მონაწილე ივა ჯაფარიძე 3 11 ნოემბერს ქედაში სახალხო დღესასწაული ‘შემოდგომა ქედაში“ გაიმართება. სატელეფონო ჩართვა -ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ