06, დეკემბერი 2017
1 როგორ ვითარდება მთარგმნელობითი საქმიანობა აჭარაში, რა გამოწვევების წინაშე არიან აჭარაში მოღვაწე მთარგმნელები? საავტორო უფლებების მოპოვებას როგორ ახერხებენ? გახსნილი აქვთ თუ არა გზა უცხოური ბაზრისკენ ? სტუმრები - მხატვრული ტექსტის მთარგმნელები ლალი კონცელიძე, ბადრი თევზაძე და ქარდა ქარდუხი (ფრიდონ ქარდავა) 2 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლ „ელესას“ მეორე აუდიო ალბომის წარდგენა გაიმართა. სტუმარი- ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის „ელესა“ ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე. სატელეფონო ჩართვა თბილისიდან - ეთნომუსიკოლოგი ნინო მახარაძე