11, იანვარი 2018
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობას ან სოფლის განვითარებას ეთმობა ..დღევანდელი გადაცემის თემა: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის პროგრამული პრიორიტეტები. გასულ წელს რომელმა პროგრამამ ან ქვეპროგრამამ იმუშავა კარგად, როგორ განისაზღვრა მიმდინარე წლის პროგრამული პრიორიტეტები, მროგორია ევროპის სამეზობლო პროგრამის „ენპარდის“ წვლილი აგრარული დარგის განვითარებაში, რამდენად შედეგიანი აღმოჩდა საინვესტიციო პროექტები , გაგრძელდება თუ არა აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევა -ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე.