12, იანვარი 2018
ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა. 2017 წელს ტურიზმის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა „ ტურიზმის რეგულირება -პრიორიტეტული დარგის მოძველებული კანონმდებლობა“ . რა გახდა კვლევის ჩატარების წინაპირობა , რა პრობლემები გამოიკვეთა , ტურიზმის ეფექტური განვითარებისთვის რა რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო , სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან რისი გაზიარება იქნებოდა კარგი, შემუშავებული რეკომენდაციები რამდენად იქნება გათვალისწინებული -ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ჩვენი სტუმარი იყო ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ბერძენიშვილი. თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა ტურიზმის ინსტიტუტის გამგეობის წევრი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.