17, იანვარი 2018
ახალი ამბები , ვალუტის კურსი, აფიშა ,ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად , სპორტის სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად. სტუმარი- ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე. ქართული თეატრის დღეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. მაია ცეცხლაძე -ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. მსახიობს პრემია სპექტაკლში „ედიტ პიაფი“ მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა.