17, იანვარი 2018
საბალეტო ხელოვნება და რეალობა . რამდენად სრულფასოვან კლასიკურ საბალეტო განათლებას იძლევა ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა, რა კვალიფიკაცია ენიჭებათ კურსდამთავრებულებს, როგორია მათი დასაქმების პერსპექტივა , რა ხელშეწყობა სჭირდება ხელოვნების ამ მიმართულებას - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე და სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი მანანა ხელაია. ტელეფონით ჩაგვერთნენ სკოლის კონსულტანტი ლია ომიაძე თბილისიდან , სკოლის კურსდამთავრებული , აჭარის აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ მოცეკვავე ნინა პორივაი და საბალეტო სკოლის მოსწავლის მშობელი მაია დარჩია.