19, იანვარი 2018
ყოველ პარასკევს "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს ეთმობა. ვსაუბრობთ. დღევანდელი, გადაცემის თემა იყო: კულტურული ტურიზმი- რეალობა და პერსპექტივები. რა ასპექტები განსაზღვრავს კულტურული ტურიზმის განვითარებას, რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათ გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა, როგორ შეიძლება ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება და პოპულარიზაცია -დღევანდელ გადაცემაში ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ. სტუდიის სტუმარი იყო აჭარის კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი. ტელეფონით ჩაგვერთნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი და ტურიზმის ექსპერტი ნიკო კვარაცხელია თბილისიდან