19, თებერვალი 2018
ტრადიციულად ყოველ ორშაბათს "კონტაქტი" განათლების სფეროს ეთმობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოში მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის შესაფასებლად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანების უმრავლესობა სპეციფიკური ტიპის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას საჭიროებს, რათა ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გააკეთოს სწორი არჩევანი, მიიღოს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. დღევანდელი, 19 თებერვლის გადაცემაში ფინანსურ განათლებაზე ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე.