09, მარტი 2018
ტრადიციულად, ყოველ პარასკევს "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს ეთმობა. . დღევანდელ გადაცემაში ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარე ბიზანტიურ ციხეზე - პეტრაზე ვისაუბრეთ. გარდა იმისა, რომ იგი რეგიონის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ისტორიკოსებისა და არქეოლოგებისთვის სამხრეთ დასავლეთ-საქართველოს ისტორიის მემატიანეა. ჩვენი სტუმრები იყვნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ინაიშვილი.