12, მარტი 2018
ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს „კონტაქტი ' განათლების სფეროს ეხება. იმისთვის, რომ ,უმაღლესმა სასწავლებელმა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შეძლოს, მისთვის სავალდებულოა ავტორიზაციის გავლა, რადგან მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -დიპლომის გაცემის უფლება. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ თუ რა გამოწვევის წინაშეა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, რომელმაც ავტორიზაციის ახალი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე აბდულ კახიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლევან ჯაყელი.