14, მარტი 2018
ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს "კონტაქტი" კულტურის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ საერთაშორისო კონფერენციაზე „ფესტივალები განვითარებისთვის“ , რომელსაც ბათუმმა დღეს უმასპინძლა. კონფერენცია აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სალომე მურვანიძე. ტელეფონით ჩაგვერთნენ ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი