15, მარტი 2018
ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს 'კონტაქტი" სოფლის მეურნეობის სფეროს ეთმობა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგაზაფხულო სამუშაოები და რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი -ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრო-სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, სწავლული აგრონომი ლევან ბოლქვაძე.