16, მარტი 2018
ტრადიციულად ყოველ პარასკევს "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ვისაუბრეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე. გადაცემის მეორე ნაწილი კი მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებას და არსებულის განვითარებას დაეთმო. ამ თემაზე სასაუბროდ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე მოვიწვიეთ სტუდიაში.