29, მარტი 2018
რუბრიკები - „ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად“, ვალუტის კურსი, დღის აფიშა, დღის ჰოროსკოპი, "სპორტული სიახლეები ლევან დევაძესთან ერთად" ინტერნეტ სიახლეები. დღის კალენდარი, ოქროს ფონდი მორის ფოცხიშვილი მალე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება, ამ ეტაპზე გერმანიის ქალაქ მარლბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტა“ წარმომადგენლები ბე სე უს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან , ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან და სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებთან ტრენინგებს მართავენ. . თავიანთი შეფასებები და მოლოდინები ტრენერებმა -მათიას ვესტრუმმა და სიმონე პრანტლი გაგვიზიარეს. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი "ჰანგები" თბილისიდან დაბრუნდა, სადაც ფოლკლორულ ფესტივალში „პოლიფონია“ მონაწილეობდა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ანსამბლის ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე და ანსამბლის წევრები -გურამ გოჩაძე, მიშა ფუტკარაძე დავით კიკნაძე, ნუგზარ სირაძე, ალეკო თურმანიძე და ნიკა კეკელიძე.