10, აპრილი 2018
ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ ჯანდაცვის სფეროს ეთმობა. რა გამოწვევების წინაშეა რეგიონის ჯანდაცვის სფერო, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ჯანდაცვის პროგრამების თანხვედრა, პროგრამული დაგეგმარებისას არის თუ არა მომგებიანი განვლილი პერიოდის შედეგების გათვალისწინება, შემაფერხებელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში რა მექანიზმების ამოქმედებაა მიზანშეწონილი -ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.