11, აპრილი 2018
ტრადიციულად, ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ კულტურის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეზე ვისაუბრეთ. რამდენად ამართლებს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე თავის დანიშნულებას, რა აქტივობებია მოთხოვნადი, ჰარმონიულია თუ არა საგამოფენო და საგანმანათლებლო ფუნქციების სინთეზი , რა სიახლეებია დაგეგმილი -ამ და სხვა საკითხებზე გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი ირაკლი ძნელაძე , მხატვარი და მუსიკოსი ლევან წულუკიძე.