23, აპრილი 2018
დღევანდელი გადაცემა "კონტაქტი" ევროპის იმუნიზაციის კვირეულს დაეთმო. 2005 წლიდან , აპრილის ბოლო კვირას, ევროპის ბევრ ქვეყანაში იმუნიზაციის კვირეული იმართება საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და დღეიდან სლოგანით „აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს!“ არაერთი ღონისძიება გაიმართება. რით არის მნიშვნელოვანი ევროპის იმუნიზაციის კვირეული და მის ფარგლებში აჭარაში რა აქტივობებია დაგეგმილი -ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე.