09, მაისი 2018
ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ კულტურის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ მარია შურის სახელობის პიანისტთა მეორე ეროვნულ კონკურსზე. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე , საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნინო ჩაიძე და პროექტის „მარია შურის სახელობის პიანისტთა მე-2 ეროვნული კონკურსი“ კოორდინატორი ლოლა სურმანიძე