21, მაისი 2018
22 მაისს , აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბაროკოს ეპოქის მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის დეპარტამენტის სტუდენტები მონაწილეობენ. დღევანდელი, 21 მაისის გადაცემაში "კონტაქტი' ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი დათო თხელიძე და ბაკალავრიატის მეორე კუსრსის სტუდენტი სალომე მახათელაშვილი.