28, მაისი 2018
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების სფეროს ეთმობა. პროფესიული განათლების სისტემის განვითარება სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია , რადგან უმოკლესი გზა ახალგაზრდების დასაქმებისკენ სწორედ პროფესიული განათლებაა. დღევანდელი, 28 მაისის გადაცემაში საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ პრიორიტეტებზე და გეგმებზე ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ კოლეჯის დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი და სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი თამარ თედორაძე