10, ივლისი 2018
როგორი პროდუქტებით ვიკვებებით? - ეს არის კითხვა, რომელსაც 21-ე საუკუნის ადამიანთა მნიშვნლოვანი ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად განიხილავს. რამდენად უსაფრთხოა ის საკვები პროდუქტები, რომელსაც გვთავაზობენ და შეძენის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება -ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი თამარ ბერძენიშვილი და ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე