12, ივლისი 2018
კონფლიქტი ადამიანსა და მტაცებელ ცხოველებს შორის მეტ-ნაკლები სიმწვავით მთელ მსოფლიოშია იმ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანები ველური ბუნების სიახლოვეს ცხოვრობენ. . სწორედ ადამიანსა და მტაცებელ ცხოველებს შორის „კონფლიქტის“ შესწავლას და წინასწარი შემარბილებელი ღონისძიებების ტესტირებას ითვალისწინებს გაეროს განვითარების პროგრამის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის 4 წლიანი პროექტი „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ რა აჩვენა ადამიანსა და მტაცებელ ცხოველებს შორის არსებული „კონფლიქტის“ შესწავლამ და რას ითვალისწინებს წინასწარი შემარბილებელი ღონისძიებები - ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ირაკლი გორაძე. ტელეფონით ჩაგვერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაკრესი“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი შაქრო ნაგერვაძე.