16, ივლისი 2018
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ მომღერალთა გუნდი ესპანეთიდან დაბრუნდა, სადაც კონკურს-ფესტივალის „ბარსელონას ოქროს ხმა 2018“ გამარჯვებული გახდა. ამაზე გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ. ანსამბლის „არსიანი“ პიარ-მენეჯერი ირინა ჩახვაძე და ლოტბარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი ჩხარტიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში კი სტუდიაში ვუმასპინძლეთ ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის პედაგოგ ელეონორა არჩაიას და წარმატებულ მოსწავლეს- ია ხუციშვილს. ისინი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ ფლორენციიდან, სადაც ია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა და მასტერკლასზე იყო მიწვეული.