17, ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციის - მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმი აამოქმედა. სიახლე გუშინ, 16 ივლისს შევიდა ძალაში- 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ. რამ განაპირობა ახალი რეგულაციის დანერგვა, ვის უნდა მიმართოს , რა ეტაპები უნდა გაიაროს მოქალაქემ ეჭვის არსებობის შემთხვევაში და რა შედეგზეა გათვლილი აღნიშნული ცვლილება --ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ "კონტაქტი' ს სტუდიის სტუმრები იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და კლინიკური ფარმაკოლოგი რუსუდან ჯაში.