18, ივლისი 2018
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ კომპლექსური მონოგრაფიის „კლარჯეთი“ ავტორთა ჯგუფს ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მიანიჭა. მონოგრაფია იმ სამეცნიერო პროექტის შედეგების საფუძველზე მომზადდა, რაზეც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა წლების განმავლობაში იმუშავეს. რამდენად მოხერხდა კლარჯეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის შესწავლა და გაგრძელდება თუ არა კვლევები -ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტის „კლარჯეთი“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი მამია ფაღავა და პროექტის კოორდინატორი, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე.