19, ივლისი 2018
ბოლო სამი წლის მონაცემებით , დასავლეთ საქართველოში და მათ შორის აჭარაში, თხილის მოსავლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამ დღეებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას მოსახლეობის ნაწილმა დახმარებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. რა იწვევს თხილის დაზიანებას და შესაძლებელია თუ არა პრევენცია - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ 'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე და ექსტენციონისტი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მზიური გაბაიძე. ტელეფონით ჩაგვერთო ფერმერი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკადან თეა ნემსაძე-მემარნე .