18, სექტემბერი 2018
ყოველ სამშაბათს "კონტაქტი'" ჯანდაცვის სფეროს ეთმობა. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში არტერიულ ჰიპერტენზიაზე ვისაუბრეთ .
თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისი არტერიული წნევა ნორმას სცილდება, მაგრამ ამის შესახებ არ იცის
რას აჩვენებს კვლევები, რა უნდა ვიცოდეთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე -ამ თემაზე ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ტრაპაიძე.
დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი დავუთმეთ თემას , რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალურია და იგი მსოფლიოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - ეს არის სისხლში ტყვიის შემცველობა.
20 სექტემბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და საქსტატთან ერთად ქვეყნის მასშტაბით კვლევას იწყებს.
როგორ წარიმართება ეს პროცესი აჭარაში -ამ თემაზე სასაუბროდ ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.