09, მარტი 2017
 "დილა 104-სა და 5-ზე" სტუმარი: ლუკა გოცირიძე , რომელიც ბულგარეთში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის წარმატებული სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰოლში გაიმართება სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით „მიმალული მუზები“. ამ თემას დაეთმო დღევანდელი, 9 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე"ინგა მებონიას რუბრიკა 'არტრადარი" . რუბრიკის სტუმრები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ასოციაციის თავმჯდომარე ია ცეცხლაძე და ბსუ-ს სტუდენტები ნონა ჩოგაძე, ლევან ქათამაძე, ელიზა ჩიკვაიძე, მარიამ ღლონტი და დავით ქობულაძე.