13, მარტი 2017
კატოვიცაში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის არტეფაქტები გამოიფინება. სტუმრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანასტასია გამსახურდაშვილი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე, სილეზიის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მარგოზატა კურგან–პშიბილსკა, თარჯიმანი ანა კალანდია და ქალბატონ მარგოზატას მეუღლე-რომან პშიბილსკი , რომელიც პროფესიით ექიმია დიდ ყურადღებას უთმობს მეუღლის საქმიანობას და აღფრთოვანებულია ჩვენი ქალაქით. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა-თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმატებული პედაგოგის ირინა ხერჟის საიუბილეო საღამო გაიმართება დღევანდელ გადაცემაში რუბრიკა "არტ-რადარი" ამ თემას დაეთმო. რუბრიკის სტუმრები იყვნენ ირინა ხერჟის მოსწავლეები, პიანისტები ლიკა კობახიძე და მარიზა აფხაზავა