f
პარასკევი 26, აპრილი 2024

სურსათის მონიტორინგი აჭარაში

21, აპრილი 2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახურის სპეციალისტებმა ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი დაიწყეს. მათ აღნიშნული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიები დაათვალიერეს და ბიზნესოპერატორებს მალფუჭებადი საკვების შენახვა-რეალიზაციის წესები განუმარტეს. 
ხორცით და ყველით მოვაჭრე ობიექტების მფლობელებს  საინფორმაციო მასალები დაურიგეს. 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან თავი შეიკავოს.