f
პარასკევი 19, აპრილი 2024

აჭარას, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 871 ათას 455 ვიზიტორი ეწვია

21, აპრილი 2017

აჭარას, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 871 ათას 455 ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ასაჯაროვებს. უწყებამ დღეს საზოგადოებას პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. დეპარტამენტის სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესზეც ისაუბრეს. იმსჯელეს იმ პროექტებზეც, რომლებიც რეგიონის რეკლამირების, სერვისების გაუმჯობესების, ასევე - მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების დახვეწის მიმართულებით ხორციელდება.