f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები

24, აპრილი 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც, სავარაუდოდ, წელს შედგება