f
ოთხშაბათი 24, აპრილი 2024

ესტონეთის დელეგაცია საქართველოში

24, აპრილი 2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე.  სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  მისი  თქმით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს როგორც, ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ესტონეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს