f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

ენმ სარფის ნაპირსამაგრი სამუშაობის უარყოფით შედეგებზე საუბრობს

24, აპრილი 2017

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქენან კახიძე სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ხელს შეუშლის ტურისტულ სეზონს, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობსი წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებას სამუშაოების დროულად დასრულებას სთხოვს. 
აღნიშნული ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წელს - 58 მილიონ 400 ათასი ლარი გამოყო, პროექტს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახლორცილებს.  ქენან კახიძის მტკიცებით ნაპირსამაგრი სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.