f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

ტრადიციული რეწვის დარგებში სპეციალისტებს მოამზადებენ

24, აპრილი 2017

ტრადიციული რეწვის ასოციაცია და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო პროექტს - „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“ ახორციელებენ,  რომელიც ტრადიციული რეწვის დაკარგვის პირას მყოფი, უნიკალური დარგების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,  გარდა ბათუმისა,   5 სახელოსნო შეირჩა. პრიორიტეტი მიენიჭა ისეთი რეწვის დარგებს,  რომლებიც  დაკარგვის პირასაა და მხოლოდ რამდენიმე, ან სულაც ერთი ოსტატია დარჩენილი. ყველა სახელოსნოში  30-მდე შეგირდი მომზადდება, ისინი ხელობას  4 თვის განმავლობაში შეისწავლიან. ამასთან, თითოეული სახელოსნოსთვის ჩატარდება ტრეინინგები სახელოსნოების მართვისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით