f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

ხარისხის მინიჭების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

25, აპრილი 2017

“რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ” - ხარისხის  ნიშნის მიღების  მსურველთა  რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. პროექტში ჩართვა, განთავსებისა და კვების ობიექტების  მეპატრონეებს, 20 მაისამდე  შეუძლიათ.  ხარისხის ნიშანი   62 ობიექტმა უკვე მიიღო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პროექტს ერთი წელია ახორციელებს.  

სერვისების განვითარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 20 მაისიდან, ორი თვის განმავლობაში, განთავსებისა და კვების დარეგისტრირებული ობიექტების ტექნიკური შემოწმება იგემება. 
ახალი ობიექტები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.