f
შაბათი 27, აპრილი 2024

ჯგუფ ''ნაზარეთის'' კონცერტი

25, აპრილი 2017

ლეგენდარული  „ნაზარეთის“ ბათუმურ კონცერტამდე საათნახევარი რჩება. შოტლანდიური ჯგუფი კონცერტს ბათუმის ხელოვნების ცენტრში 20 საათზე გამართავს.  ამ წუთებში კი მუსიკოსები რეპეტიციას გადიან. მედიასთან პირველი კომენტარი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლი ეგნიუმ გააკეთა, რომელიც  ქართველ მსმენელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

ჯგუფის ისტორია 1968 წლის დეკემბრიდან იწყება.  ნაზარეთს მრავალი ალბომი აქვს ჩაწერილი. მათი პირველი ალბომი - «Hair of the dog​», რომელმაც ჯგუფს მსოფლიო აღიარება მოუტანა, 1975 წელს გამოვიდა, ხოლო ბოლო «Big Dogz​» 2011 წელს.  კონცერტი პროექტის “ევროპული ზაფხულის ხმა” ფარგლებში იმართება, რომელიც ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით 21 აპრილს დაიწყო, დღეს კი  ნაზარეთის კონცერტით დასრულდება.