f
პარასკევი 29, მარტი 2024

დისკუსია ტურიზმის განვითარებაზე

26, აპრილი 2017

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ, განცხადებით, მთავარ გამოწვევად რჩება გიდების პრობლემა, ექსკურსიები, რომელსაც ზვიად ელიზიანის თქმით,  ვიზიტორებს ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტური პირები სთავაზობენ და ასევე ტაქსების საკითხი, რომლითაც უცხოელ ტურისტებს გადაადგილება უწევთ. ზვიად ელიზიანის თქმით, ხშირად ავტომობილები  მოუწესრიგებელია.

საინფორმაციო სახის შეხვედრას ტურ-ოპერატორები ესწრებიან. როგორც ზვიად ელიზიანი აცხადებს, შეხვედრის მეორე ეტაპი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან შეხვედრა იქნება, რომელზეც უწყების წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებს გააცნობენ.