f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაშია

26, აპრილი 2017

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაშია.  ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი, ასევე შეხვედრას გამართავს რუმინეთის პრემიერ–მინისტრ სორინ გრინდეანუსთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან და რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას.