f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის გამოკითხვის დოკუმენტს, მისი ადვოკატი დღეს გაასაჯაროვებს

28, აპრილი 2017

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის გამოკითხვის დოკუმენტს, მისი ადვოკატი დღეს გაასაჯაროვებს. პაატა შავაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ მაღალჩინოსნებზე ისაუბრა, რომლებიც საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, სუსის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის მხილებას სთხოვდნენ. მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით, მას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა და მოუწოდა დამატებითი ჩვენება მიეცა, სადაც აღიარებდა, რომ ბათუმის 11-12 მარტის აქცია სუსის თანამშრომელთან ერთად დაგეგმა. ბრალდებულთან შეხვედრის პარალელურად, პაატა შავაძემ გუშინ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2 თვიან წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.