f
პარასკევი 26, აპრილი 2024

220 ოჯახი, რომელიც 28 წლის წინ წაბლანას ტრაგედიის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩა

28, აპრილი 2017

220 ოჯახი, რომელიც 28 წლის წინ წაბლანას ტრაგედიის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ბინებს ბათუმში მიიღებს. კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაოები აქ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ კომპანიამ რომელიც პროექტს ახორციელებდა აღებული ვალდებულება არ შეასრულა. სამუშაობი მას შემდეგ განახლდა, რაც პროცესში ახალი სამშენებლო კომპანია ჩაერთო. წაბლანელებთან ერთად საცხოვრებელი ფართს ამ კორპუსში იძულებით გადაადგილებული 164 ოჯახიც მიიღებს.