f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

წიგნის პრეზენტაცია

29, აპრილი 2017

,,მეწვია მუზა“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორიც ახალგაზრდა დამწყები პოეტი დიანა დუმბაძეა. ის თხილვანის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა და ლექსების კრებული საზოგადოებას პირველად წარუდგინა. წიგნში შესულია ავტორის პატრიოტულ და რელიგიურ თემატიკაზე დაწერილი ლექსები. პრეზენტაცია თხილვანის კულტურის ცენტრში გაიმართა,  კრებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფინასა.