f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

საუნივერსიტეტო დებატები

29, აპრილი 2017

საუნივერსიტეტო საპარლამენტო ფორმატის დებატებში აჭარის პირველობა გაიხსნა. დღეს საკვალიფიკაციო შეხვედრები მიმდინარეობს. გუნდები ხვალ ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, სადაც ტურნირის გამარჯვებული და საუკეთესო მონაწილეები გამოვლიანდებიან.

დებატებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ. ტურნირი ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.