f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

დღეს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

19, მაისი 2017

დღეიდან, ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით - მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის საშიშ ნიშნულებამდე მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზოგან მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.