f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა„ ხულოს გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

15, ივნისი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა„ ხულოს გამგეობას თანხების  არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოთარ შაინიძე გამგეობის მიერ მიწოდებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იანვრიდან მაისის ჩათვლით, მუნციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 3 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა.  ხელფასებზე - 20 %, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე - 22 %,  ავტომობილების შენახვაზე და პრემიებისთვის კი 58 %-ი დაიხარჯა.  

ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ხულოს გამგეობაში. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში რთული კლიმატურ პირობების გამო მაისამდე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ ანხროციელებენ. ბოლქვაძის განმარტებით წლის განმავლობაში ხულოში ბიუჯეტის  50-% -ი ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეა გადანაწილებული. ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტი 10 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, აქედან 4 მილიონ 700 ათასი ლარი ინფრასტრუქტურაზეა გადანაწილებული.