f
ხუთშაბათი 28, მარტი 2024

უცხოელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

15, ივნისი 2017

აჭარა გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობს. ბეჭდური და  ონლაინ გამოცემების ასევე და რადიომაუწყებლობის   წარმომადგენლები აჭარის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ და რეპორტაჟები და სტატიები მოამზადებენ.

უცხოელი ჟურნალისტები ასევე მტირალას ეროვნულ პარკსა და მაღალმთიან აჭარაშიც იმყოფებოდნენ. უწყებამ გერმანიაში რეგიონის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დორტმუნდში, მიუნხენსა და ბერლინში აქტიური ონლაინ და  გარერეკლამები მოეწყობა.  ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი წლის ბოლომდე პრეს და ინფოტურს   16 სამიზნე ქვეყანაში გეგმავს.