f
ხუთშაბათი 25, აპრილი 2024

სკოლის რეაბილიტაცია

15, ივნისი 2017

ხულოში, ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეიცვალა სახურავი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტდარბაზს, შეიღება საკლასო ოთახები. იგეგმება წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოებისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 73 ათასი ლარი იხარჯება.  ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 8 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მიმდინარე წელს ორი საჯარო სკოლის მშენებლობაც დაიწყება.